პოეზია · ლირიკა
იმერული სატირალი
ტირიან დეპეშები,მოთქვამენ დეპეშები,თმა–წვერს იგლეჯენ და ლოყებს იხოკავენმოდიან ზუზუნით,მორბიან კივილით სხვადასხვა კუთხიდანსხვადასხვა კილოკავით,ტირიან ასი წლის მინადორას –მამიდას,ბიცოლას,დეიდას,"აღმზრდელს და საყვარელს","ძვირფასს და დაუვიწყარს",– დევიღუპეთ,დავობლიდთ დღეიდან!ბაზარია,დოღია,ცირკი თუ სტადიონი?ერთ ეზოში დატეული მთელი რაიონი.გადი–გამოდიან,გადი–გამოდიან,გარბი–გამორბიან ბებრუხანა მაშველები:- ე, ბეჩა, რა შვრევი?!ულვაშზე ხელს ისვამენიერემია წარბებიდა ბუღის თვალებითფურირემს "არბევენ".დაკრძალვაზემთელი საქართველო მიიწვიეს,გენერალივით უჭირავს თავირაიონის ერთადერთ მილიციელსღელეს იღლიაში უღიტინებენღობიდან გამომძვრალი ლერწები,მოფილოსოფოსო იხვები კიარსებობის არსს ფსკერზე ეძებენ!აივსო შუკები ნეხვით და ფრუტუნით,ქინქლასავით აბოლქვდა ჭორი და თუთუნი,- ძალიან ლამაზად ქე ტირის მეგრელი რძალი ...- ბატონო ენას არა აქვს ძვალი ...სიტყვა და ტრაბახი ირევა ირგვლივ:- ""ბასკები" ..."ფუნიკულიორი" ..."დოღი" ..."ცირკი" ...პაიჭაძე ნახევარზე ბალახვანშია გაზრდილი!(დიიდუ! დიიდუ! – ტირილი მოისმის ოდიდან,მეგრელი რძალი დედამთილს დასტირის,კივილი თანდათან მოდიდდა).- მაჩაბელი? მიშიკო? მოუსვი ბაყაყური!(დიიდუ!)ცხონებულ პაჭუტიას ცხრაჯერ ყავს დანაყული,(დიიდუ! დიიდუ!)შაოსანთა ერთი ჯგუფიტკარცალით დაეშვა მაღლობიდან.სიმინდის ყანა გამოტოპა დამდინარისპირ გამოვიდა.ხელ–ფეხი დაიბანა,საგარეოდ შეიმოსა,(ნათხოვარი ჰქონდათ საგანგებოდ)წინ თმაგაშლილი დედაბერი წაიმძღვარეს –მოტირალი იყო სანაქებოდა როცა მოსახვევში გამოჩნდა მიცვალებულის კა–მიდამო –თავში წაიშინეს ხელები –"დიიდუ, დიიდუ, საყვარელომამიდაო"...მუხის ქვეშ მაგიდას მისხდომიანყველაზე უფრო ღირსეულნი,აგერ სამი დღეა მაგიდასთანმილეთის ხალხია მისეული.სიებს ადგენენდა ჩემოდნენში ფულებს ალაგებენ დასტებად,ვინ რამდენს შემოიტანს,იმითი ფასდება!- აშენდა ბარნაბა,სიკვდილზე რავა ეთქმის სამდურავი!- ბარე 700 თუმანი მაინც შემოუვა, გადასახურავი,ბოლოს, როგორც იქნა, ეშველათ,აირია მარაო და ყალიონი,ათ რიგად ჩამწკრივებულ მაგიდებთანმოკალათდა მთელი რაიონი,თამადის მოადგილეებად დაინიშნასაზოგადოების რჩეულები,- რამდენი დაიბარაო, ცხონებულმა, –ვიღაცამ იანგლა ჩვეულებრივ.
ზოგი (ღმერთო შეგცოდე და...)მოსულა უჭმელ–უსმელი;მთელი დღის ნარბენი მეძებარივითწელზე მიჰკრია მუცელი,რიგგარეშე სვამენ,(გასაგებია!)- თამადა შეკრულია მსაპინძელთან, –- აბა ჰე, აბა ჰე, თვარა გაგვიგრძელდა!აიშალნენ, კეთილად გაბადრნენაჟინჟღლებული სახეები,ჭირისუფალთან მიდიან და..."ბუნების წესიაო" – ამხნევებენ.მერე თანდათან გაიპარნენ,გადაჭრეს ყანა და სამარგელი,სულ მალე ჭირისუფლის გარდაარავინ დარჩა დამმარხველი.ისევ მონაგარი დაფაცურდა –შეგროვდა რამდენიმე მადლიანი...საყდართან გაშხლართულ ფოსტალიონსძაღლები ლოკავდენ მადიანად.დამარხეს ასი წლის მინადორა,დამარხეს, მოიხადეს ვალი...მბრძანებელივით მობრუნდა ოჯახშიგოროზი რძალი...ჭრაქები აანთეს დაშინარებს პალატაში გაუშალეს ჭირის სუფრა,კვაჭი მოყვრები ტრიალებენ,ვახშამს აძალებენ ჭირისუფალს,ასხამენ ღვინოს და ყაყანებენ.მეასედ ადიდებენ მინადორას,- ე, კაცო, ნუღა სვამ, სრცხვილია...- იმან გაგვზარდა და გვიპატრონა...- მაცალე ერთწამა, თუ ქალი ხარ... –გაჯიქდა მინადორას მაქებარი –ღმერთმა მე და შენ გაგვაძლებინოსოიმ კუდიანის ნახევარი.
*
ხითხითებს დოქი...ტკარცალებს სურა...გარეთ კი ბუდემოშლილი ჩიტივითწრიალებს საწყალი მინადორას სული...