↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისეთი ვინმე

ნიშნიანიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი24948 ნახვა

—
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,გამიღვიძებდეს წამით იმედებს,ჩემი ცხოვრების შემოდგომამდეერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს
მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზასმისი თვალების ჩუმი ბრძანებაგოშიასავით ატეხდეს წკავწკავსჩემი ლომური ამპარტავნება
არ დავირცხვენდი გითხრათ სიმართლეარა და არა ,არ დავირცხვენდიოღონდ მიყვარდესმართლა მიყვარდესგახელებამდის…თავდავიწყებით..
ოღონდაც ღმერთო გარდასულ ყრმობისისევ მარგუნე უცხო თრიაქიის ღვთაებრივი მაცდური თრობაშიში,ცახცახი და ფორიაქი
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი