პოეზია · ლირიკა
კომუნისტები
I
რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,ყველა როდი ვართ ღირსი,დაფერილია ეს სიტყვა ყველგანსისხლით, გმირული სისხლით.
თუ კომუნისტი გქვია სახელად,ძალა არ არის შენი მომრევი,შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად,არამედ მთელი ცხოვრებით.
II
პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაჰგვარადა ხალხს არგუნა სხვა მომავალი;სწორედ შენა ხარ, რომ ვთქვათ სხვაგვარად,მებრძოლი ღმერთის შთამომავალი...
ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,მართალი რომ თქვას კაცმა, –ვერ ივარგებდა კომუნისტებადხერხეულიძე ცხრა ძმა?
ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,ანდა დემეტრე თავდადებული...ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –ადრე არიან დაბადებულნი.
სწორედ დღევანდელ დროს უპატაკებსდა გახლავთ ჩვენი თანამედროვე:ჯორდანო ბრუნო...ბულბა...სპარტაკი...ბიჭი გავროში...ბერი თევდორე...
III
უბრალო კეპი... უბრალო პალტო...შიმშილი... ომი...
დრო რთულზე რთული...ის გადიოდა კრემლიდან მარტოდა ბავშვებისთვის მიჰქონდა პური.
მისი სახელი ხალხში ამზევდა,იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის:აი ასეთი,სწორედ ასეთი,მხოლოდ ასეთიმწამს კომუნისტი!
IV
...ორმოცდაორის თოვლი წითელი...ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე...წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველადა სიკვდილს მკერდით გადაეფარა.
ვაშა, დიდება ძეგლებს ასვეტილს...იბრძოლა... მოკვდა ხალხის გულისთვის.აი ასეთი,აი ასეთი,აი ასეთიმწამს კომუნისტი!
სამშობლოს ბედი ბეწვზე ეკიდა...ხიფათი მოსკოვს გარე უვლიდა...არ გამოსულა იგი კრემლიდანდა არც გამოდის ხალხის გულიდან!
ის რკინის ნებას ხალხს გადასცემდა,იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის.აი ასეთი,დიახ ასეთი,მართლაც ასეთიმწამს კომუნისტი!
...რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,ყველა როდი ვართ ღირსი.დაფერილია ეს სიტყვა ყველგანსისხლით, გმირული სისხლით.
მაშ გაუფრთხილდი მაგ წითელ მანდატს –მზისა და დროშის პაწია ნაჭერს,არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ,ლეგენდარული კომუნის საჭეს!...