↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლეგენდა

ნიშნიანიძე შოთა

2008-07-121 წთ საკითხავი24951 ნახვა

—
სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა,როგორ დავბადოთკაცი, ყველაზე ბედნიერი და უბედურიცრა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?!პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი,დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი...წითელმა--ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,ულამაზესი იყოს,მაგრამ უღარიბესიც...ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართადა შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე.უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში."
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,თურმე,იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი