პოეზია · ლირიკა
ახალი საუკუნე
წარსულს გადაჰყვაცხოვრება დუნე,ძველ ადათ-წესებსავუგეთ წესი,იშვა ახალიეს საუკუნეამბოხებათაელვათა მკვესი.
ზანზარებს მიწაკიდითი კიდე,ცახცახებს ყველამოსისხლე მტერი:დარღვეული აქვსსულის სიმშვიდე,გრძნობს - თავს ენგრევასასახლის ჭერი.
არის ჭიდილიორ ქვეყნის შორის,ბრძოლა სასტიკიდა ულმობელი,ისმის ხეთქებატალღათა გორის,დიდი მომავლისმახარობელი!
სამყაროვ,უნდა იცვალო ფერი,უნდა იცვალოგული და კანი;ვეღარ დაგიხსნისვეღარაფერი,ქვეყნის გარდაქმნისქშინავს ვულკანი.
1922 წ..