↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** თოვლი მოვიდა

ფირცხალაიშვილი პაპუნა

2025-02-201 წთ საკითხავი837 ნახვა

—
თოვლი მოვიდა და სხვებიც მოვლენ,თოვლი ხომ მარტო არასდროს მოდის...დავასაჩუქრებ მპოვნელის მპოვნელს,ვალს გადავუხდი ვალმოხდილ ლოდინს.
სულ გავათეთრებ თმასა და ლექსებს,პოლიტიკაზეც არაფერს ვიტყვი,ცრუ დაპირება იქნება ესეც,და ბოლოს ასე, სულ ორი სიტყვით:
აგიხსნი ყველა ფიფქსა და ამინდს,გაჩუქებ მფეთქავ ცასა და გუნდას.და ამის შემდეგ, იქნებ ამენთოსგული, ან გულზე, ან რაღაც გულთანმაინც... და თოვლი მოვიდა, მოვლენ...

ფირცხალაიშვილი პაპუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი