↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** დღეს სიყვარულზე აღარ წერენ

ფირცხალაიშვილი პაპუნა

2025-02-201 წთ საკითხავი838 ნახვა

—
დღეს სიყვარულზე აღარ წერენ, ანდა თუ წერენ,
გამქრალ სიყვარულს იხსენებენ, რადგან ასეთი
გრძნობა მუცელში პეპლებს აჩენს და გულში მწერებს
მერე რთულდება, მეც თავიდან ვერ ვათავსებდი:
ფიქრებს, შეგრძნებებს, წარმოდგენებს, წარდგენებს, ღიტინს
გულში საამოს, სულზე ბზარებს. გამსკდარ ჭუბრებით
ივსება ჩემი სხეული და იგება ხიდი,
ათიათასი ბეწვის ხიდი, გესაუბრები
ხშირად ჩვენს შვილზე, ამ დღეებში განჩდება იგი,
გამოვა მზეზე, მზის ქუდით და ტაშის დერეფნით,
დავხვდები ქოლგის, სიყვარულით და სავსე ჭიქით,სირთულეებით, ტკივილებით, ბედნიერებით.

ფირცხალაიშვილი პაპუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი