↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კაცი ბჭობდა

ფირცხალაიშვილი პაპუნა

2025-02-201 წთ საკითხავი836 ნახვა

—
შენ იწყებ - "ღმერთი არ გვიტოვებს ბოლო არჩევანს"
არ გეთანხმები, ვერ იტან და მაინც გასწავლი;
არ შეიძლება კაცისა და ღმერთის გარჩევა
მხოლოდ ხელებით, მხოლოდ ჯვარცმით, მხოლოდ აღსავლის
კარებში დგომით, ან სიმსუქნით, ანდა მანქანის
მარკით, კედებით, წიგნებით ან Guns N' Roses
ბოლო ალბომით, ვისაც უნდა იმას მოუსმენს
კაციც და ღმერთიც, არ სჭირდება ამას სანგარი
ან აკუსტიკა. ბოლოს მაინც ღმერთი და კაცი
რით განსხვავდება? სისულელე. ყველას ეჭმევა:
ვაშლი, ბანანი, ანანასი, მარწყვი. აქაც იმ
აზრს ვეჭიდები, რომ შეჩვევა იცის ეჭვებმა
მერე იზრდება, იბერება, ნელა მოცურავს
ტვინიდან, ტანში იფანტება. ღმერთიც კაცივით
წელში იხრება, მუხლზე დგება ისე ლოცულობს,
წყალს სვამს, ღვინოს სვამს, უმეტესაც წყალი საცივის
უყვარს, ღვინო კი მთავარია არ შეიცავდეს
წყალს, და ამ მხირივაც არ გვიღზუდავს რამე არჩევანს,
ღმერთის სიმაღლე იზომება ციდან მიწამდე,
კაცის პირიქით, ამიტომაც არ ღირს გარჩევა..

ფირცხალაიშვილი პაპუნა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი