პოეზია · ლირიკა
ქუჩაში
მშიერმა და დაფლეთილმადიდხანს, დიდხანს იწანწალა.წარეკვეთა სასოება,მოიქანცა,მოიღალადა იმ ღამეს,იმ ყინვაშიგაითოშა,გარდიცვალა...ეჰ, ვინ უწყის,იმ საბრალომ,თუ რამდენ ხანს იქვითინა;ან სასტიკმაზამთრის სუსხმარა სიმწარე აგრძნობინა...ეს შენ იციმხოლოდ, ქუჩავ,შენ იყავიმისი ბინა,ის ტანჯული,წამებულიშენს ცივ გულზე გაიყინადა უცრემლოდ,უპატრონოდსაუკუნოდ მიიძინა...
1910 წ..