↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პროლეტარიატი

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი

2026-07-183 წთ საკითხავი1227 ნახვა

—
(თეთრი ლექსი)
ჩვენ ყველგანა ვართ!უთვალავნი და უძლეველნი!ჩვენი ლაშქარი -ლაშქარია ბრწყინვალე შრომის!ჩვენ აღვაშენეთ ქალაქებიუზარმაზარნი,აუარებელ სიმდიდრით დასაკვირველებით!ჩვენ ყველგანა ვართ:მიწის გულში -მაღაროებში,მის ზედაპირზე -დიდ ქარხნებში,დიდ ფაბრიკებში,ცაზე და ზღვაზე,განუზომელ მთელ სამყაროზე!უმძიმეს ბორბალსჩვენ ვაბრუნებთ ინდუსტრიისას!ჩვენი გაფიცვა მკვდარ უდაბნოდაქცევს ქვეყანას,ვით სასაფლაოს,დაყრუებულს მუდმივ ძილქუშით!სამრეკლო ჩვენი აზიდულიცას ებჯინება!ამ სამრეკლოზე დაკიდულიფოლადის ზარიგუგუნებს ქვეყნად!ორხმოვანია გუგუნი მისი:ერთია ხსნისა,ძლევამოსილ გამარჯვებისა,ხოლო მეორე -მტრის დაღუპვის,დამარცხებისა!პირველში ისმისგაყვლეფილთა ხმა აღდგომისა,მეორეში კი -გლოვის ზარი მყვლეფელებისა!და ეს ორი ხმაორი ქვეყნის არსებობისაკიდითი კიდეს ეფინებაცის გრგვინვასავით;ის მოუწოდებსყველა ქვეყნის პროლეტარიატსშეერთებისკენ,ბრძოლისკენ და გამარჯვებისკენ!თრთიან ღმერთებიმიწიერნი,შიშით დამფრთხალნი,ციებ-ცხელებით ცახცახებენოქროს კერპები!ნაცვლად ჯვარისასამრეკლოზე ფრიალებს დროშა,დროშა წითელი,დაცხრილული ტყვიის სეტყვაში,ბრძოლის ალმურში გამოვლილისისხლით ნაფერი!ხისა როდია ტარი მისი -ძმათა ძვლისაა,იმ ნეტარ ძმათა,რომელნიც ამდროშას ემსხვერპლნენ!გინდათ გაიგოთმათი რიცხვი,რაოდენობა?მაშ, დაითვალეთზღვათა ქვიშა,ცათა ფრინველი,ანდა ვარსკვლავნი,მათს თვალებს რომმოგვაგონებენ!გვიყვარს მშვიდობა,გვიყვარს ზავი,აღმშენებლობა,მაგრამ თუ ვინმემარ დაგვზოგადა თავს დაგვესხა, -არც ჩვენ დავინდობთ,გააფთრებულნი ვეკვეთებითდა ისე დავფლეთთ,როგორცა ფლეთავსმონადირესდაჭრილი ვეფხვი!ორივე ვიცით:სიძულვილიცდა სიყვარულიც!
რევოლუცია! -აი ის ძალა,ჩვენში რომ გუზგუზებს,ვულკანს რომ აჩაღებს!მას ქვეყნის მეფენიპირქვე დაუციადა ისვე დაამხობსმსოფლიოს ყაჩაღებს!
იხრწნება,ჩირქდებაქვეყანა ძველი,როგორც დიდი ხნისმძოვრი და ლეში,და იწამლება არსი ყოველიმისი სხეულის მყრალ სიდამპლეში!მერე ვინ არის მესაფლავეამ სიბინძურის?ვინა დაჩვენა!ჩვენ გადავასხამთნავთსა და კუპრს,დავწვავთ!დავბუგავთ!
ცეცხლი,მაშ, ცეცხლი!გავაჩაღოთ,დავანთოთ ცეცხლი!ცეცხლის ალმურშიჩაიფერფლოსქვეყანა ძველი!ჩვენ ავაშენებთახალსა და ლამაზ ქვეყანასახალ კულტურითდა ახალი ყოფაცხოვრებით!იგი იქნებაშრომისა და ძმობის ქვეყანა,სადაც ენთებამზე ბრწყინვალე თავისუფლების,მზე წინმსვლელობის,მზე შეგნების,მზე სიყვარულის,მზე ნეტარების,თანხმობისდა თანასწორობის!დიდება იმ მზეს!ვაშა მის მოსვლას!
1926 წ..

ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი