↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო დედი

ხარანაული ბესიკ

2003-03-131 წთ საკითხავი4313 ნახვა

—
ჩემო დედიდაბერდი დალექსებს ირჩევსევდიანს,შენი ძვლებიწამ და უწუმსატირალზე სხდებიან,შენნი ფიქრნისად არ წავლენ,სად არ გადასწვდებიან,ცოცხალთა და მკვდართა შორისბილიკს გაიტკეპნიან...მერე უცებმთელს ქვეყანასბრაზით ზურგს შეაქცევენ,წავლენ,გაინაპირებენ,კარავს ცალკე დასცემენ...უცებაღარავინ უნდათ,პურს მწარეში იწობენ,დასხდებიან მარტოდმარტოქვებსაც შემოიწყობენ.დედი,იის ძირში ცხოვრობსახლი გიდგას სვეტებით,სახლს კარიც აქვს,მაგრამ ვაი,მე ვერ შემოვეტევი...დედი, რაა,ამ ბოლო დროსსულ საფლავზე გხედავენ,ბებოჩემი, პაპაჩემი,შენს თავს შემომედავენ!...და თუ მართლა წაგიყვანეს,თუ გაუწყრათ გამჩენი,კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,როგორც ხეზე დარჩენილს...ჩამოვყვები კიბეს, დედი,სისხლიანი ფეხებით,დედი, როგორ გავიხარებთ,როგორ გადავეხვევით!
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი