პოეზია · ლირიკა
ღმერთს მე, აქ, ცოდვილი ვესაჭიროები
Iარის მზე, მთვარე, ვარსკვლავები - ის, რაც სრულია,არის ხე, კაცი და ბალახი - რაც ჭკნობისთვის განწირულია...
ორივ სასჯელი როგორ ამცდაცათა და კაცთა?..მე ვარ ბესიკ ხარანაულიდა სხვა არაფერზე არ მიზრუნია!..არის ბევრი რამ, რაც ცხადისთვის აკრძალულია,სიზმრებით უნდა ინახულო, სიზმრით ისაგნო,არის საბრალოც, ვინც ცოდვისთვის განზრახულია,ანდა რას ირგებს ღმერთი დამდგარ მორწმუნისაგან...
IIკარგი კაცი გადახურავს სახლს კრამიტით საგულდაგულოდდა წვიმა და სეტყვა უკვე ვეღარ ჩაუვა,გადაურჩება კერის ცეცხლიც, ცოლ-შვილიცადა საქონელიც...მე კი, ვახურავ ქუთუთოებს ამ ცოდვილს თვალებს,მაგრამ მაინც ჩამდის ცხოვრებადა მიქრობს სანთელს,რომელიც მე თქვენთვის დავანთე,ქრისტე ღმერთო, ღვთისმშობელო, წმინდა გიორგი...
განა მეომარი დაიფარავს თავის კოცონს ხელისგულებით?განა ვერ მოსტაცებს მგელი ბატკანს მეცხვარის ძაღლებს?განა კრამიტზე წამოსული სეტყვის მარცვალიარ მოხვდება საქონლის ბაგას?განა არ შეკრთება მამის ლანდი სახლის კედელზე?განა დედა თავის ყრმას არ გადაემხობა?მე კი, დავხურავ ქუთუთოებს ამ ცოდვილ თვალებს,მაგრამ მაინც ჩამდის ცხოვრებადა მიქრობს სანთელს,რომელიც მე თქვენთვის დავანთე,ქრისტე ღმერთო, ღვთისმშობელო, წმინდა გიორგი...მომაშორეთ კიდეები დარდისაც და სიხარულისაცდა როგორც თქვენ მე ძალით სულს მიდგამთისე მალოცეთ.
IIIღმერთო, როდესაც საბოლოოდ წავალ ჩემი სინდისის გზაზე,მწარე იქნება, ჩემმა თავმა რომ შემაცდინა,ვნახავ იქ დედას, ნაკვერჩხლების კრუხივით ცხარეს,თუ უსასრულო იქნება გზა, როგორც ცის და კრამიტებისა.როგორ მივბაძო მკვდარს ცოცხალმა,რომ ვიხილო შენი სამსჯავრო,რომ მერე უკან გამოვბრუნდე და კვლავ ვიცოცხლო,ცხოვრებიდან და სიკვდილიდან გამოდევნილმა...
ღმერთო, განა ყველაფერი შენი ბრალია?განა ცოდვილს ცოდვისაკენ მიეჩქარია?განა სიბრძნე ბაგეებით მოუბარია?განა ცოდვილი ცოდვითავე გამოიცდება,როგორც კვერცხი კვერცხითავე?..ღმერთო, სანამ სიტყვა არის, მანამ ქარიადა ცოდვილმა უკეთ იცის საქმე ცოდვისა...ვწერ, მე, ცოდვილი, მაგრამ განა ცოდვილიანიშენ ისმინე ჩემი ღაღადი...მე ვარ ბესიკ ხარანაული,ვინც დაამარცხა მხოლოდ ქაღალდი (?)
IVმკვდარს რა მიშველისთითებს შორის სიყვარულის ცოდვის ქაღალდი,ვავის ქვეშ მე რას შევცოდებდი,თუ არ მსხმოდა ტანზე ნაბადი,ნეტა იმას რას უშველიან, სჭირს ვისაცა ტრფობის სახადი,ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დაწვან,ცეცხლი უშველის...
ნტავი, სულო, ხორცს რად იცვამ ყოველ დილაასე მწარიად,ხარ შენ ქაღალდით დატანილი, განა თოვლისნაბუქარია,ის არ გიშველის, ტანი მზით რომ მოგიხალია,ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დაგწვან,ცეცხლი გიშველის...
ღმერთო, აივსო ჩემი სული სიბოროტითა,ცოდვილი დავრჩი შენს წინაშე, ცოდვილ-შიშველი,არც სიყვარული, სიკეთითა არც იოტითა,ცეცხლზე, ცეცხლზე უნდა დამწვან,ცეცხლი მიშველის.
რადგან, მიწაზე არა ხარობს, ის, რაც სრულია,მიწაზე ხარობს, რაც ცოდვისთვის განწირულია,ასე გაიყვეს შენი განძი ცათა და კაცთა,მერგო ორივე მე სასმელი, არცა რამ ამცდა,ამიტომ გეტყვი,შენ ისმინე ჩემი ღაღადი,მე ვარ ბესიკ ხარანაული,და სხვა არაფერზე არ მიზრუნია,ვინც დავამარცხე მხოლოდ ქაღალდი!