პოეზია · ლირიკა
მოლანდება თამარის ხიდთან
ო, რა სიჩუმეა,ო, რა სიმშვიდეა,დუმილი ქვათა და კირთა...წარსულის კურცხლებიცას ახლაც ჰკიდიაბესლეთში,თამარის ხიდთან...ნისლებმა აფრებიაუშვეს უცებ დაგამოჩნდნენ ლანდებიმქრქალი...დარახტულ რაინდებსწინ მოუძღვებაცხენზე ამხედრებულიქალი...მოგვიახლოვდა,გაშალა ხელიდა ხიდთანშველივით შედგა,მირიადწლოვანი,ოცნება მწველიდა საქართველოს დედა.გადაიწერა სამჯერ პირჯვარი,ის ქალღმერთს ჰგავდაიმ წამს...არ ჩამაყოლო, ღმერთო,მტრის ჯავრი,თქვა დაემთხვია მიწას...ხმალ-აბჯარასხმული,სამშობლოს ჯავარი,აღმძვრელი ათასთაფიქრთა,დიდხანს ლოცულობდაღვთაება თამარიბესლეთში,თამარის ხიდთან...დაღამდა,ცამ ფრთხილად დაუშვაფარდები, _შემკული დაფნით დამზითა,კვლავ ზღაპრულ ცხენებზეამხედრდნენ ლანდებიბესლეთში,თამარის ხიდთან...და მშვენიერიდასრულდა სიზმარი,შევხედე,ცა ცრემლებს ღვრიდა...ო, ღმერთო! _ის ღამე,ის წუთი,ის წამი,ათას წლის სიცოცხლედ ღირდა...კეთილო მგზავრებო,შეჩერდით,შეჩერდით,ბესლეთში,თამარის ხიდთან...