პოეზია · ლირიკა
*** "საკინძე შეგხსნიათ ვერხვებს და..."
საკინძე შეხსნიათ ვერხვებს და...ეღვრებათ ცვარ-ნამი დილის ცის,თვალს ხუჭავ, თითქოსდა ვერ ხედავ,რად ტირის ტირიფი, ვინ იცის?..ქარმა ტყეს გახადა სამოსი,და ნისლი მოჰხვია ძველ ახოს...შეხედე და ისე გაოცდი,თითქოსდა ტყე სულ არ გენახოს...