პოეზია · ლირიკა
ხასიათი - სკაბრეზი
ახლა დღეები ღამდებიან უფრო მარტივად,გაუფერულდა დედამიწა და თავს მაბეზრებს,არც მისთვისაა ჩემი ყოფნა დიდი პატივი,ბარი ბარში ვართ და ცხოვრება -ნაღდი სკაბრეზი -გვაბიაბრუებს.
სხვა - ყველაფერი ძველებურად არის ურიგოდ,გამიცვდა პალტო,სად ვიშოვი ახლა გაბარდინს,გულამოსკვნილი დაეძებენ ისევ სულიკოსქუჩაში ხმები და ამ ხალხის მოთქმა,ღაღადი -ნერვებს მიბურავს.
ვწერ ჩვეულებრივ, არეულად, მაგრამ მუღამით,ამ ნაჯღაბნებშიც ბოლთასა ვცემ სტრიქონ და სტრიქონ,გდია კუთხეში გაჭვარტლული ძველი ბუხარიდა ყველაფერი ისევეა,შარშან რომ იყო,ქარია გარეთ.
და სიცივეა,ტკივილია,დროა მახინჯი,ღამემ მინებზე გააწვრილა ცეკვა - გავოტი,რა ჭკუა ყრია იმაში, რომ - ვთქვათ, გავისარჯო,სანამ სიკვდილი გასასვლელში ფეხებს გაბოტავს -გავაღო კარი?