↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციკლიდან - სახელის იეროგლიფები (პირველი იეროგლიფი)

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-181 წთ საკითხავი10560 ნახვა

—
ქეთუს
დღეს,როცა პოეზია ძველ ბორდელს დაემგვანადა სიამოვნებამ დრომოჭმული სახე მიიღო,შენ უფრო მეტად გიჭირს გარეგანიტკივილების ატანა და ახლაც,თითები რომ გადაიგრიხე ერთმანეთზე,თვალები რომ დახუჭედა შემიყვარე -სასწაულზე მეტია!ხვალ -ისევ გააფუჭებს ფანჯრიდან ხედიჩვენს ყოველდღიურობას,რადგან არასოდეს ვკითხულობთ სურათებს,არასოდეს ვართ უგრძნობი ღამითდა ჩვენს თავისუფლებას,დროდადრო,აუცილებლად ვრწყავთჩემს ნაწერებში მოკლული ბავშვებისდა ტირანების სისხლით.ზოგჯერ,შენ ჯდები ფორტეპიანოსთან დაუკრავ მსმენელების ნერვებზე,მე ყველაზე მეტად ის მსმენელი მიყვარს -დრაკონის თვეში დაბადებული,მისი დაბადების დროს დედა ოცდაცამეტი წლის იყო,მამა - ორმოცდაორის,რაც ძალიან ცუდ ნიშნად ითვლება ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით.ალბათ ამის გამოა,რომ ის სულაც არ არის მშვიდი,აქვს მხოლოდ ნერვები და შენთვის მტკივნეულია მათზე უკრავდე.ჩემთვის კი,დიდი ხანია,რაც ტკივილი სიამოვნებად იქცა.საბოლოოდ,ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ დავტოვოთ პუბლიკამნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმირების გარეშე,ვეუბნებით,რომ დაგვტოვონ,დაგვანებონ თავი,დაგვეხსნან,რომ უფრო მეტად გამოშრეს ჰაერი,რომ უფრო მეტად მოგვწყურდეს ერთმანეთი,ინდიელებივით დავიწყოთ სარიტუალო ცეკვა,აიმარას ტომის აბორიგენებივით მოვიხმოთ წვიმა,რომელიც ყოველთვის მოდის,ყოველთვის,რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გაჩერება,რადგან ჩვენ არ ვჩერდებით,სანამ არ გაწვიმდება!
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი