პოეზია · ლირიკა
გახსოვს?
ძაფზე აცმული კაპარი,გაბრწყინებული ნამი,მივიწყებული ზღაპარიმივიწყებული წამი...მივიწყებული ბილიკი,ნავარდი ღრუბლებს მაღლა...გახსოვს? თუ სულაც პირიქით,ფიქრად არც გიღირს ახლა?ის უსახელო ყვავილი,შიშით მიკრული ფერდობს...ლექსი მზედ ამოყვანილი,შენთვის ძვირფასი ერთ დროს...სიყრმის საყვარელ სტრიქონებსთვალს რომ შევავლებ ახლა,ერთ დროს რომ გამომიგონე,დღეს ის არა ხარ, მახა...ზოგჯერ ნამი თუ იელვებს,შემირხევს ხსოვნის რტოებს...კვლავ ცივი სიცარიელე,კვალავ ჩუმი სიმარტოვე...ასე უჩუმრად ლარნაკშიხსოვნის ყვავილი ჩახმა...რა გაეწყობა, განგაშითგულს ვერ განკურნავს, მახა...