პოეზია · ლირიკა
ფიქრები ნოქალაქევის ხიდთან
რატომ შეგარქვეს ნოქალაქევი?ჩემი ოცნების ტურფა ალაგო,წლებმა წარეცხეს სისხლის ლაქები,რომ დღეს მზის ენით გველაპარაკო...დღეს შენი მთების ცადაწვდილ ფასადსმოგონებათა ზეცა ეხურვის,თვალმარგალიტის მძივების მსგავსადმოათამაშებს ზვირთებს ტეხური.რატომ შეგარქვეს ნოქალაქევი?მზე რომ კვლავ გვადგას თავზე გვირგვინად,ერთ დროს ნაგები, ერთ დროს ნაქებიკოშკი ჟამთასვლამ სად გაგიფრინა?..ისევ აშენდი და აღმოშენდი,მზეს შენს წინაშე სხივი დაჰხრია,იქნებ თამარის ოქროს ქოშებიშენი დიდების კართან მარხია?!ნოქალაქევი რატომ შეგარქვეს,ჩვენი წარსულის მწველო იარავ?როცა კვლავ შვენის ნისლი მთვლემარ მთებსლამაზმანების სხივთა ხვიარა...ვერა, ვერ გძლია მტერმა ვერანმა,თითქოს იყო და არა იყო რა...ბარათაშვილის ფიქრთა მერანმაშენს მაღალ ხიდზეც გადაიქროლა...მოვსულვარ დარდი გამინაწილე...დე, ვიდგე შენს წინ ასე მდუმარი,ოღონდ წარსულის ფრთებით მარწიეშენი ამაყი მთების სტუმარი.