პოეზია · ლირიკა
ბაიათი
ალექსანდრე ორბელიანი 1802–1869
თვალნო ველსა ვინახე?იგი სიდგან ვინახე!რომ რაღაც სულსა მოსცაუკვდავებად ვინახე,თავსა დავგმობ რიდედა,მას მშვენს ქალს რათ რიდედა?სიცოცხლეს მიართმევდი,გულს საფენად რიდედა.მას შეემკო ედემად,ბუნება ის ედემად,სიყვერულს მოიწვევდი,ცრემლით სთხოვდი ედემად.ნუგეშად მაქვს საამო,ვიტყვი სად ხარ საამო?ცხოვრების მაპკურებელი,სასურველი საამო.საგნად თვალთ რა ისურვა?რომ წამსვე მცა ის ურვა,სურვილი ძალას მატანს,გავს, ჩემთვის ეს ისურვა.