↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშვენიერას ქართველას

ალექსანდრე ორბელიანი 1802–1869

2026-07-181 წთ საკითხავი1825 ნახვა

—
ახ, თუალის ჩინო, შენ ჩუენო ქალო,ქალო ქართუელავ, ეშხის ანთებავ,დაანთე აგრე სურვილი, მნათო,სიყუარულისა გამღვიძებელავ.აბა ვით, ქალო, არ მღელდე გლახ გულსოდეს შენ ასე წარმამიდგები? -აბა შენზედა მაგ შუენებას სრულსრომ ვხედავ ხოლმე, სულ გავხელდები.როს ვხედავ შავსა მბზინვარეს დალალს,როს განცისკრულს მკერდს დაედინება,მაშინ მას ვყნოსავ, მაგრამ ვთქამ ვით ალსდა ცით ვით ტრფობა დამებურვა.თვალნი მოშავნი,მოჟუჟუნარნიმომკვლენ თვის წინა გაუკითხავნი,ეგ ფუჩქვნილ ბაგე ტკბილ მოუბარნიდამიდნობს გრძნობას სულზე ძღიმავნი.პირბადრსა შენსა და ტანს ნაგებსამონარნარ ნაზსა ვერტფიალები,წელსა დიახ წვრილს, წამს გულთ მტანებსა,უეჭველადა შევემსხვერლები.ვგონებ ხატება რაფაილს შენიუხატავს ედემს ყვავილებთ შორის,როს კარს გამოხვალ უკუდაებრ მდენი,ითა გადმოგვცემ სიცოცხლეს შორით...

ალექსანდრე ორბელიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი