↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორიდგან

ალექსანდრე ორბელიანი 1802–1869

2026-07-181 წთ საკითხავი1823 ნახვა

—
სოფელმან მიმაგდო ყარიბობასა,გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა?სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ,ვისულდგმულებ შენგნით ყოველს წამს და დროს.დავეხარბი სურვილს სურვილით მშრალი,გაუქრობლად მცვივა სულთქმისა ალი.სული ჩემი დასწვეთს გულზე სიყვარულს,ნაზსა,უცხოს,წმინდას,უზადოსა სრულს.გემღერები სახეს ანგელოზებრივს,მონარნარეს ედემს მომფრინარობრივს.

ალექსანდრე ორბელიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი