↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კუდიანი კოცონზე (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)

პლათი სილვია

2012-08-121 წთ საკითხავი915 ნახვა

—
მათ დაახვავეს ფიჩხი ბაზრის მოედანზე.ჩრდილების ტევრი ვერაფერი საფარველია. ჩემსცვილის ფორმაში - თოჯინურ ტანში შევსახლდი. აქსნეულება იწყება და სამიზნე ვარ კუდიანთათვის.ეშმას მხოლოდ ეშმა გამოჭამს.ავდივარ ცეცხლის სარეცელზე მეწამული ფოთლების თვეში.
ბნელს ბრალი დასდო, იოლია: სარდაფის სტომაქიდა კარის პირი, დაფჩენილი - მათ ჩააქრეს ხვითო ჩემში.ხოჭოსფრთიან ქალბატონს ვყავარ დამწყვდეული გალიაშითუთიყუშების.რა დაჭყეტილი თვალები აქვთ მკვდრებს!დაბანჯგვლული სული სულიერ სიახლოვეს ამჟღავნებსჩემთან.ცარიელი დოქის ცხვირიდან ამოდის კვამლი.
ციდა თუ ვარ, ვერავის ვერ ვტკენ.თუ არ ვიძვრი, ვერაფერს ვერჩი - ამას ვამბობ, როცა ვზივარმიბნედილი ქუთუთოებით, პაწია და უძრავი, როგორც მარცვალიბრინჯის.ისინი ფიჩხს ცეცხლს უკეთებენ, ერთი წყება მეორეს მოსდევს.სახამებელში ვართ თავიდან ფეხებამდე. ჩემი პატარა, თეთრი საძმო.ჩვენ ვიზრდებით. თავიდან ეს მტკივნეულია.წითელმა ენებმა ჭეშმარიტება გვასწავლონ უნდა.
ხოჭოთა დედავ, შენ ოღონდაც გახსენი მუშტი:შეუტრუსავი ფარვანასავით გადავიფრენ სანთლების პირზე.დამაბრუნე ჩემს ფორმაში და მზადა ვარ განვმარტო დღენი.ავილუფხე მტვერში, ქვის ჩრდილს შეფარებული.ტანზე მედება ცეცხლის ნათება კოჭებიდან თეძოებამდე.ვიღუპები, ვიღუპები სამოსელში მთელი ამ შუქის.

პლათი სილვია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი