პოეზია · ლირიკა
დილის სიმღერა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
სიყვარულმა დაგქოქა, როგორც ჯიბის სქელი ოქროს საათი.ბებიაქალმა ფეხისგულებზე მოგიტყაპუნა ხელი და შენმა თავხედურმა წამოყვირებამთავისი ადგილი დაიკავა სტიქიებს შორის.
ჩვენი ხმები ერთმანეთს აჰყვა და მიესალმა შენს მობრძანებას.ახალ ქანდაკს.სიშიშვლემ შენმა, ორპირქარიან მუზეუმში გადაჩრდილაჩვენი სიმტკიცე. და ირგვლივ ყველა კედლებივით დავყუდებულვართ.
მე ისევე ვარ დედაშენი, როგორვ ღრუბელი, თანდათანრომ ისარკება და ირეკლავსქართგან მოგვრილ საკუთარ ნელ გაცამტვერებას.
შენი სუნთქვა - ფარვანას სუნთქვა, მთელი ღამეოთახის ვარდებს შორის ფარფატებს. მე ვიღვიძებ და ვაყურადებ:და ჩემს სმენას შორეული ზღვის ღელვა სწვდება.
მხოლოდ ერთი წამოყვირება, და მოვბობღავ ლოგინიდან,ვიქტორიანულ ღამის პერანგში, ძროხასავით ძონძროხა და ყვავილოვანი.კნუტივით კრიალა შენი პირი დაბჩენილია. ფანჯრის ჩარჩო
თეთრდება და ვარსკვლავებს ყლაპავს. და შენ ახლაშენს ერთ მუჭა ბგერებს სწავლობ.და ხმოვნები ბუშტებივით იბერებიან.