↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარკე (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)

პლათი სილვია

2012-08-121 წთ საკითხავი916 ნახვა

—
პირდაპირი ვარ, თავს არ ვიწუხებ ვარაუდებით,რასაც თვალს მოვკრავ, იმწამსვე ვშთანთქავ -სიძულვილი თუ სიყვარული ხელს ვერ შემიშლის,ავი კი რა, გულმართალი ვარ -პატარა ღმერთის თვალი გახლავარ.თითქმის მთელი დღე მოპირდაპირე კედელზე ვფიქრობ,იმდენ ხანს მიცქერია მისი დაწინწკლულივარდისფერი პირსახისათვის,უკვე ნაწილად მიმაჩნია ჩემი გულისა.და გული მიმდის, როცა ბინდი და სახეები გვაცალკევებენ.მე ახლა ტბა ვარ. ქალის სახე ჩამშტერებია,სიმართლეს ეძებს ჩემს მზერაში.მიუბრუნდება მერე ჩემს შუქს და თავს მოატყუებს.ზუსტად ვირეკლავ მის მსუქან ზურგსაც.ხშირად ცრემლებით მაჯილდოვებს, როგორ ვჭირდები!!ყოველ ორ წუთში უნდა დამხედოს,ღამის ბინდს მისი თვალთა სხივი ჩამომწმენდს დილით.როგორ დააახრჩო ჩემს ტალღებში პატარა გოგოდა დღემდე მხოლოდ გაუმაძღარ ზვიგენებს უხმობს.

პლათი სილვია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი