პოეზია · ლირიკა
ყაყაჩოები ოქტომბერში (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ამ დილით კაბებს ვერც მზის შუქით სავსე ღრუბლები დასძლევენ დავერც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში,წითელი გული ხალათზე რომ აუყვავდა გამაოგნებლად -
ძღვენი, ძღვენი სიყვარულისა,თავისთავადი, ზეცისგან არგამოთხოვილი -
უფერულად და ცეცხლოვნადნახშირორჟანგს რომ უშვებს, თვალებიშლაპების ქვეშ რომ ჩაუცხრია, ჩაუმალია.
ო, ღმერთო ჩემო, მითხარი, ვინ ვარ,თუკი უნდა გაჰკიოდნენ ნაგვიანევი ეს პირებიყინვის ტყეში, აისზე ლურჯი ღიღილოების.