↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სადა მთავრდები, სიკვდილო

წიკლაური-ძიძიგური მარიამ

2001-08-121 წთ საკითხავი476 ნახვა

—
სადა მთავრდები, სიკვდილო,სად არის შენი სამარე,მოვიდე, გულით გიტირო,მერე დავძახო ჰარალე.შესანდობარი დავლიო,თან შეგიკურთხო დედაო,რა ხარ ეგეთი, ტიალო,შენს გარდა ყველა კვდებაო.იქნება გუთნისდედა ხარ,სიცოცხლედ გვთესავ, ღვთიანო,მაგ შენ ნაოფლარ-ნაბელტარსკაცნი სამარედ თვლიანო.მაშ რისთვის აგითვალწუნეთ,რად გვზარავს შენი გარჯაო,მიწად გვთეს, ზეცად _ ამოვალთ,ვერ კი გვლევ, ვერა გვხარჯავო.შენი ნაჭირნახულევითივსება უფლის ბეღელი,არც არვინ დაბადებულასაშენოდ პირისმტეხელი.პატრონო, სახელდამდებო,ქვის ყანა გიმზეკაბანებს,გზად ანგელოზებს გვახვედრებდა საპატრონოდ გვაბარებ.გვმოსავ და გვარგებ სხეულზემიწის უკერებ კვართსაო,მირონადა სდის ბალახიმაგ შენი საყდრის კარსაო.ნეტა სად დაიმარხები,სად დამთავრდები, სიკვდილო,თუ, თავს დაიხრავ, გამოსძოვ,გარეთ გამოხვალ, მზის მღილო?მიწად _ ნუგეშო ჭირისა,ცად _ ვარსკვლავების მკრეფავო.რა იქნებოდა, სიკვდილო,მარტო სამოთხე გებაროს.

წიკლაური-ძიძიგური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი