↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საარაგვოზე

წიკლაური-ძიძიგური მარიამ

2001-08-121 წთ საკითხავი475 ნახვა

—
ნეტავ გვირილებს არ ვენატრები,არ ვახსენდები მთებს და მდელოებს?ნეტავ მხედავენ, როგორ ვუზივარფრთებზე იმ თეთრი ნისლის წეროებს?ან ცას არ სტკივა სილურჯე, როცაწამოედება მთების წვეროებს?..`ეჰეი!~_ ვყვირი, ხმა არ ამომდის,ყელში გასჩრია სიჩუმე ტატნობს.არადა, ვიცი, აქ ხარ, სულ აქ ხარ...ნუთუ ეს მთებიც ჩემსავით გნატრობს,რომ ერთხელ მაინც გიხილოს, ღმერთო,მზედ და ყვავილად კი არა, მარტო...ხან მზის თვალშიაც გაკრთება ცრემლი,სივრცეს ყაყაჩოს ბურჯღლი დასცვივა,ანგელოსები გადაუფრენენშენი თვალებით ხევებს, ნაწვიმარსდა ჩემი სევდაც იქით გაყვება,სადაც საუფლო სიზმრებს არ სძინავთ...ბალახებიდან ფრთებგალუმპულიმომჩერებია თეთრი პეპელა.რაო? გავფრინდეთ, სადაც გველიან,წუთისოფელი ხომ არ გებევრა,ან შენ რად გაკრთობს, ბაბუაწვერავ,მარადისობის სულის შებერვა?იქნებ აქ დავრჩეთ, გულს გავუყუჩდეთდა ჩავეკრიფოთ ნამად გვირილებს,მაშინ ვესტუმროთ ცხოვრებას სიტყვად,როცა სუყველა გადაგვივიწყებს,ნისლად მოვიდეთ საარაგვოზე,საღვთო ფიქრივით ცად რომ მიიწევს...

წიკლაური-ძიძიგური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი