↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დრო

წიკლაური-ძიძიგური მარიამ

2001-08-121 წთ საკითხავი476 ნახვა

—
მინდორი... მამას ვეჭირე ხელში,მახსოვს, გვეძახდა დედა შინიდან.ყველაფერს ერქვა თავის სახელიდა ყველაფერი როგორ გვშვენოდა!ახლაც მინდვრად ვარ, მარტო, და ვხედავ,მოდის ნათლია _ დრო უსახელო,ის არის მოწმე, ჩვილი სამყაროპირველად თვალებს როგორ ახელდა.მოდის ნათლია და სახელს არქმევსყველაფერს. ნათლავს სხივით ახლიდან,დიდ სასახლეებს სულ პაწაწინაჭვირში მორგებულ სიტყვით გააღებს.ვყურყუმალაობ დროის ემბაზში,სხეული _ მიწის, სული _ ჰაერის,ის ყველას ისეთ სახელს აჩუქებს,რომელსაც არვინ არასდროს ელის.მინდორში ისევ ვიხსენებ მამას,თითქოს გვეძახის დედა სახლიდან,ვიცი, ყველაფერს ირგვლივ სახელირომ დაერქმევა ისევ ახლიდან.ყვავილს ვკრეფთ, ვისვრით წყაროში კენჭებს,ჩრდილს ვეფარებით და ვიწყებთ გათვლას.ვიცი, რომ მერე, ჩვენს მერე მოვაის დრო, რომელშიც ვიცხოვრებთ მართლა.

წიკლაური-ძიძიგური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი