პოეზია · ლირიკა
შენ და სვეტიცხოველი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ცაღია დღეა,შუქი დგა სვეტად,მომწონს და მიყვარსმზის ქვეშ ყოველი...მაგრამ ამ დილას,ყველაზე მეტად,მიყვარხართ შენ და სვეტიცხოველი!
სიწმინდე შენი,სიმაღლე მისი, -სხვა რა ვიწამო,განძი რომელი?ჩაწნულხართ სულშიუკვდავ ჩუქურთმად,ძვირფასო, -შენ და სვეტიცხოველი!..
1961