პოეზია · ლირიკა
შენ, ― საქართველოს სიტურფევ
გიორგი ლეონიძე 1899–1966
გველამაზება სამშობლო,მისით გული გვაქვს დამტკბარი,”გვაქვს უთვალავი ფერითა”აყვავებული ბაღნარი.შენ, ― საქართველოს სიტურფევ,მზესავით ამომავალო.შენის მადლით და იმედითგინდაც ხმელეთზე გავალო!მზეში ჩაძირულცა-ფირუზსუკვდავი სხივი ნთებია,―მონაბუქარი მზექარი, ―თავისუფლების ფრთებია!შეხედე, მთებზე სწერია:არ გადვიტაროთ მტერია!ბევრი გვყოლია მტარვალი,სამშობლო აუმტვერია!მაგრამ ვიბრძოდით, ვიღწვოდით,მკლავით, გულით და გონებით:”მიღწვიან, მომიგონებენ,დამლოცვენ, მოვეგონები!”ასე ყოფილა ძველათვე,ასე ვყოფილვართ ჩვევადი, ―ჩვენამდი,ჩვენს გაჩენამდი,სულთადგმა - თვალისჩენამდი!შენ, ― საქართველოს სიტურფევ,მზესავით ამომავალო,შენის მადლით და იმედითგინდაც ხმელეთზე გავალო!