პოეზია · ლირიკა
შთაგონება
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ალმურში ვდგევარ და ვიწვი,ვერ გამაგრილებს ნამქერიც,და რა დავწერო, არ ვიცი, -წუხანდელ ღამის ნამღერი?პირველ სიტყვების რამ თუ ვთქვა,სარკეზე შემომტვრეულის?ან გაღვიძებულ ყრმის სუნთქვა?და იცდის ჩემი რვეული!
უსმენელ სიტყვის მსმენელი,ვარ უცნობ ჟღერის მნატვრელი...მოსკდება შეუსვენებლივგამარჯვებული ნათელი...რაღა ითქმება მისგვარი?რა ხელთუფალი მაკურთხებს...და საქართველოს ცისკარიჩემს რვეულს დაისაკუთრებს...
1964