↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როგორ მიყვარდი

ნათელაძე ქეთევან

2014-11-142 წთ საკითხავი776 ნახვა

—
ნუ გამიხსენებ გთხოვ უგულოდ გადაფიქრებულს,მე არ მხიბლავდა მასკარადი, სცენა, თამაში,უნდა გჯეროდეს, როცა უკვე აღარ ვიქნები,რომ შენ მიყვარდი, რომ გიწამე ამ ყალბ ქალაქში...რომ შენი პოვნა იყო ჩემი მოსვლის მისიადედამიწაზე, რომ სინათლე გადამერჩინაშენში რომ იყო, რომ ქრებოდა შენში მზესავით,უნდა გჯეროდეს - უშენობას ვერ შევეჩვიე.და ახლა ცივი ღამეები მოწმე ხდებიან,როგორ მჭირდები და ნერვები როგორ მღალატობს,რომ სიყვარული დროს მიჰყვება ლურჯტალღებიანს,რომ აღარასდროს დაუბრუნდეს თავის კალაპოტს.ჩემს თავში ჩემს თავს რომ ვუკვდები წვიმის ბრალია,წვიმის ბრალია, უშენობა მარტოს რომ მტოვებს,ეს მერამდენე შემოდგომას გადაუვლია,დღესაც მთელი დღე ვუყურებდი ჩვენს ძველ ფოტოებს...შემიცოტავდი, შემომაკლდი, შემომელიე,ქუჩაში წუხელ დამსხვრეული ყრია ბოთლები,როგორ მიყვარდი... ახლა უკვე ნდობა ძნელია,ბეღურებივით მიკვდებიან კართან ფოთლები.როგორ მიყვარდი...ამ დღეებში ახლა რა ყრია,ვერ ვიფიქრებდი ეს ფიქრიც თუ ასე დამღლიდა,და მარტოობა უპატრონო ქუჩის ძაღლივით,წუხელის ღამეს შესტიროდა ჩემი სახლიდანშემაძრწუნებლად... ძველ საფლავებს ჰგავდნენ ქუჩები,მიტოვებულებს, რომ გლოვობდა მხოლოდ წვიმა დაიგვიანებდა გათენება, მოსვლას უჩვევი,და ამ სამყაროს არ ვიცნობდი არცერთ ბინადარსშენს მეტს, ვიცოდი რომ ეს იყო შვება სულისთვის,ვიცოდი, რადგან დედამიწა აღარ მხიბლავდა,რადგან რაც იყო გადაფასდა ჩემში სრულიადსხვაგვარ ფერებით... სულ ორ სიტყვად - როგორ მიყვარდი...ვუყურებ ახლა სინანულით დღეებს წუნდებულს,დღეს ღმერთი ჩემი ერთადერთი გადამრჩენია,და რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებირომ სიყვარულიც ცაში წყდება განაჩენივით!..როგორ მიყვარდი...

ნათელაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი