↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან

ნათელაძე ქეთევან

2014-11-141 წთ საკითხავი786 ნახვა

—
ვუყურებთ, როცა წვიმს და გარეთ ბინდია,მკვდარი პეპლებივით უსულო ნათურებს,ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან,ჰგვანან მიტოვებულ, შუქჩამქრალ სადგურებს.
დასასრულს შემინდო, ცდუნება დიდია,შენს დღეებს მზითა და ხალისით ვერ ვრთავდე,ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან,მიდიან არსად და მიდიან ღმერთამდე.
ირეკლავს ლაჟვარდი მთებს თეთრად შევერცხლილს,და ქარის უღონო გაისმის ხველება,მიყურე თვალებში, მიხვდები ვერ შემცვლის,ცხოვრება თავისი ბინძური ხელებით!
მიყურე, მიხვდები ვერაფრით დალაგდა,დარდი და ტკივილი, გულმა რომ გაგანდო,მიყურე, მიხვდები, რომ შენ კი არა დამაისის წვიმებსაც ვერასდროს ვღალატობ.
რომ ხშირად სიტყვები ჩამტყდარი ხიდია,და ხდება, არაფერს იწყებენ თავიდან,ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან,და ქალებს მოჰგვანან ფრანგული დრამიდან.
არაფრით არ ჰგვანან მირაჟს და იდიალს,თავისი ხვედრი და თავისი გზები აქვთ,ქალები, რომლებიც თავდახრით მიდიან,და მხოლოდ საოცარ სიზმრებად რჩებიან.
არიან, ცხოვრობენ, ზღაპარი როდია,აქვთ უხმო ტკივილით ჩამქრალი თვალები,და თითქმის არასდროს უკან არ მოდიან,როდესაც თავდახრით მიდიან ქალები.

ნათელაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი