პოეზია · ლირიკა
დარჩი ლექსებად
წვიმს, მირაჟია გამარტება ცის ვიტრინაში,შენს მერე ჩემთან ჩაიარა მთელმა ეპოქამ,წელს იყვავილა გაზაფხულმა მცირე ტირაჟით,ჩემს შეგრძნებებზე გესაუბრო - დრო არ მეყოფა.სურთ ხეებიდან ყვავილების ფიფქი აშალონქარებს და დღეებს მახსენებენ ჩვენთვის ავბედითს,მიყვარდი ისე სხვანაირად და უსაშველოდ,ყველაზე მეტად რომ მტკენოდი - შენგან წავედი.არ მინდა ჩავლილ საათების ისევ მხილება,უბავშურესი შერჩენია ლოდინს თვალები,გემუდარები, მაგრამ მგონი სისულელეა,მგონი საერთოდ აღარაფერს გემუდარები...და იმდენს გფიქრობ - გემგვანები ყოველდღიურად,ვიცი, სხვაგვარად არსებობა ახლა მითია,მჯეროდა, როს სთქვი სიყვარულზე მარადიული,და ახლაც მჯერა, როცა ამბობ ''დროებითია.''არაპოეტურ სინამდვილეს დარჩი ლექსებად,ვგრძნობ საათებად, შენზე ფიქრით დამუხტულ წამებს,სიცივესავით უშენობა ძვლებში მემსხვრევა,და ვარსკვლავები ნერვებივით აწყდება ღამეს.