↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იცი? ეს სულაც არ არის ძნელი

ნათელაძე ქეთევან

2014-11-141 წთ საკითხავი774 ნახვა

—
იცი? ეს სულაც არ არის ძნელი -- ამ ხიდიდან ყოველ შემოდგომით ათასობით ფოთოლი იკლავს თავს...ერთ დღეს ავკრეფავ შენი ტელეფონის ნომერსდა გეტყვი, რომ მეც ფოთოლი ვარ...იმასაც გეტყვი, რომ სიყვარული მარადიულია,რომ ამით სულაც არ მთავრდება იგი....................ვერ გეტყვი, რატომ არ ვაკეთებ ამას დღესვე,შენს გვერდით არ ვარ და მაინც მეშინია შენი მარტო დატოვების,მეშინია შენი სახტად დარჩენილი თვალების,მეშინია, რომ ვერავინ გაგცემს პასუხს კითხვაზე- ''რატომ...''ან გაგცემს და ძალიან უაზროს,ძალიან სულისმომკვლელს -- ფოთლებისა და ჩემთვის შეუფერებელს......................მეშინია, რომ გაგახსენდებაროგორ ჩავიარეთ ამ ხიდზე მე და შენ გუშინდა რომ ორივე ვიცინოდით...მე მეშინია შენი ტკივილის,მეშინია, რომ მე და შენ სიყვარული სხვადასხვანაირად გვესმის.......................თუმცა ეს სულაც არ არის ძნელი -- ამ ხიდიდან ყოველ შემოდგომით ათასობით ფოთოლი იკლავს თავს,მე არ დაგიტოვებ წერილს,არც რაიმე შეტყობინებას,უბრალოდ ერთ დღესაც ავკრეფავ შენი ტელეფონის ნომერსდა გეტყვი, რომ მეც ფოთოლი ვარ......................

ნათელაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი