↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მივდივარ..."

ნათელაძე ქეთევან

2004-11-141 წთ საკითხავი787 ნახვა

—
მივდივარ... ნატვრაც არ დამრჩა ერთი,ჩემს დაპირებებს მიწიდან ვმიჯნავ,რომ ეყოლება თავდებად ღმერთიჩემს შუბლზე შენთვის დაწერილ პირჯვარს.გარეთ საეჭვოდ ირევა მარტი,მე დაპირებაც ბავშვური მიწევს -- ამიერიდან ვიქნები მარტოდა უშენობას წერილებს მივწერ...მთვარეს ნათება ექნება ვერცხლის,ამიერიდან უფალი მიცავს,აშარ ამინდებს, გადამფრენ მერცხლებს,ამ ერთგულების მაგალითს მივცემ.მივდივარ და ამ ფიქრებით სნეულსაღარც კი მახსოვს რისათვის მოველ,სახსოვრად ჩემი ლექსების რვეულს,და ჩემს იისფერ ყელსახვევს ვტოვებ...მივდივარ... მხოლოდ გულს ვტოვებ შენთან,და დაპირებებს ტკივილი მიჯნავს,რომ ეყოლება თავდებად ღმერთი,ჩემს შუბლზე შენთვის დაწერილ პირჯვარს...

ნათელაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი