↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე, მთვარე და ქარი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-127 წთ საკითხავი13546 ნახვა

—
"ნათელმა მთვარემ ბრძანა,ბევრით მე ვჯობივარ მზესა". . .ხ ა ლ ხ უ რ ი
ერთხელ თურმე, უხსოვარ დროს,ბადრი მთვარე გადიდგულდა,არ დასჯერდა სამთვარიოს,სამზეოში შესვლა სურდა,გაივსო და გაიბღინძა,შემოევლო ცეცხლის შუქი,დააშინა ვარსკვლავებიტრაბახით და ბაქიბუქით.გასიებულ დევკაცს ჰგავდაცის ფარდაგზე ჩამომჯდარი,დაიძახა, დაიქუხა,დაიბარა სწრაფი ქარი.უთხრა: "წადი სამზეოში,მზესთან მიდი ამ ბარათით,დინჯად იყავ, არ დაუწყომას ზედმეტი ლაპარაკი...გაფრინდი და მიუტანე,არავინ შენზე ჩქარი,დე, იცოდეს, ომს ვუცხადებ,შეყრილი მყავს უკვე ჯარი!"
განრისხებულ მბრძანებლის წინთავდახრითდგას, უსმენს ქარი,ეშმაკი და შემპარავი,ხუმარა და ენამწარი.ცახცახებენ ვარსკვლავები,კრინტის დაძვრას ვერვინ ბედავს,ჩაიცინებს ჩუმად ქარი,თავს ასწევს და გზას გახედავს.მთვარეს თვალს ვერ გაუსწორებს,სიტყვას ამბობს მორიდებით:"ნუ ინებებთ სისხლის დაღვრას,უომრადაც მორიგდებით.ნუ იკადრებ, შუქმოსილო,ნუ შეებმი სისხლის დროშით,შენ განაგებ სამთავრიოს,ის მბრძანებლობს სამზეოში!"
გაჯავრდება ბადრი მთვარე,შეირყევა რისხვით ტახტი,ქარს შერისხავს განრისხებით,ზურგს აუწევს ელვის ლახტით.შავ ღრუბლებში მინაბულებსვარსკვლავთ სუნთქვაც ემძიმებათ...სწრაფად მიჰქრის მზისკენ ქარიდა თან გულში ეცინებ:"რის იმედით, რომელ ჯარით,იქნებ სჯერა ფუყე ღრუბლის,ვარსკვლავებით მოაქვს თავი,თუ ბნელეთის შავი შუბლით?იქნებ ჩემი იმედი აქვს? -ჩაიცინებს ენამწარე -ზენა მხარეს გაგზავნილი,წამ გავჩნდები ქვენა მხარეს!ახლავ გავწევ სულ სხვა მხარეს...თუმც ამ ომით მე რას ვკარგავ,გვიცინებ, როცა მთვარესდამარცხებულს დავინახვ!"
მიჰქრის, მიჰქრის მზისკენ ქარიდა სამზეოც ახლოვდება,დაბრუნებას აღარ ფიქრობს,თან ჩურჩულებს: რა მოხდება?
ჰა, საზღვარიც... გული უცემს,ოფლი მოსდის ცბიერ დესპანს,შეჩერდება, ეს რა ხმაა,რა ძახილი შემოესმა?
მუქარით და განრისხებითწინ გაუდგნენ დარაჯები,მაგრამ იცნეს ბარათით დამთვარის ელჩის ყავარჯენით...გზა დაუთმეს, გააცილეს,მიგრიალებს, მიჰქრის ქარი,გაბრწყინდა და გამოშუქდასამზეოდან მზის ჭიშკარი.
ზის სამზეოს მბრძანებელიგაშუქებულ სამზეოში,თავზე დასდის ოქროს წვიმა,ფეხთ აცვია ოქროს ქოში.გადასცქერის მზის ქვეყანას,ელვას აფრქვევს მისი თვალი,მოქარგულა მისი მკერდიზურმუხტით და ტურფა თვალით,სასაუბროდ, საჩრდილობლადთავზე ადგას ცისარტყელა,მზეს შესცინის, გაუღიმებ,აშუქებს და თვითაც ელავს...
წელში ტყდება, შფოთავს ქარიმუხლმოდრეკით მზის წინ მდგარიიცის, მეფის სურვილს მოსდევსხან დარი და ხან ავდარი.ჰკადრებს: "მზეო, გაგიბედავ,მოხიბულული თქვენი მზერით,აქ სამოყვროდ არ მოვსულვარ,თუმც არა ვარ თქვენი მტერი.ჰა, ბარათი, წაიკითხეთ,რას გიბედავთ ბადრი მთვარე,ჩამქრალი და უსიცოცხლო,თვალმიბჟუტვით ტახტს მჯდომარე.დავუშალე, არ მიჯერბს,ლახტიტ ცემა არ მაკმარა...ნუ შემრისხავთ, ქვეყნად დავქრიჩემი ფრთების ანაბარა!"იგრიხება, კვნესის ქარი,გაოცებულ მზის წინ მდგარი,იცის, მჯეფის სურვილს მოსდევსხან დარი და ხან ავდარი.ყავრჯენზე ჩამოუცვამსმოკრძალებით ჭრელი ქუდი,სახეს ღიმი დასთამაშებს,უცახცახებს გრძელი კუდი.
ჩაიკითხავს მთვარის უსტარსმზე დაცინვით, გაღიმებით...მზის წინ დგანან დიდებულნიკრძალვით სიხვებდახრილები.მერე იტყვის: "მითხარ, ქარო,რომ გაგიწყრე, შენ რას გერჩი,შუამავლად წამოსულხარსამზეოში მთვარის ელჩი,ავი საქმე განუზრახავსმბრძანბელს და ბატონ შენსას,სურვებია სისხლის დაღვრა,ვაება და ხალხის კვნესა,მე მზადა ვარ... ჩემი ჯარივაჟკაცურად მტერს მოელის,გაიმარჯვებს მზის ქვეყანა,დამარცხდება, ვიცი, ბნელი!"სთქვა და სწრაფად ამოიღოჯიბით სარკე საოცარი,ყელს იგრძელებს, იმზირებაიმ სარკეში ფრთხილად ქარი...ხედავს, დაფით და ნაღარითმოჰქრის ჯარი მთვარის ქვეყნით,წინ მოუძღვნის თვითონ მთვარეშუბლშეკვრიტ და განხრისხებით.გადამჯდარი შავ ღრუბელზე,აბრიალებს ელამ თვალებს,ფერმილევით მოჩანჩალეს,შემკრთალ ცისკარს უთვალთვალებს.წინ მოუძღვის ღამის ელვა,იქუხებს და ცეცხლს აკვესებს,სამზეოში შეიჭრება,საზღვრის მცველებს ააკვნესებს.
სახტად რჩება, შფოთავს ქარი,თან საშინელ სურათს უმზერს,მზე კი დინჯი, სხივმოსილიიღიმება მტრის გუგუნზე.გაიჭრება ცის ლაჟვარდზე,თავის ლაშქარს გადაჰკივლებს,ხელთ უპყრია ცეცხლის ფარი,ცეცხლის ხმალზე ხელს გაივლებს.მიდის ჯარი, უკან მისდევსფეხაწყობით, მორჩილებით,შორის, უმზერს ფლიდი ქარი,თვალზე ხელის მოჩრდილებით...თან ჩურჩულებს: "ფრთხილად ქარო,ფრთხილად ქარო, იყავ მარჯვედ,ის შეამკე, ის ადიდე,ვინც ბრძოლაში გაიმარჯვებს!გაიმარჯვებს ქვენა მხარე -თავს უწოდე ქვენაქარი,გაიმარჯვებს ზენა მხარე -თავს უწოდე ზენაქარი!"მაგრამ იმას ყურს ვინ უგდებს,თუ რას ამბობს გულში ქარი,აგერ წყვდიადს შეეჯახა,განრისხებით მზის ლაშქარი...ბრძოლის ველზე ჯერ მზე არ ჩანს,ის სამზეოს გალავანი,თუმც ტრაბახით ხმალში იწვევსსამთავრიოს ფალავანი,მაღლობიდან უცქერს ბრძოლასდა გადამწყვეტ წუთებს ელის,ჰა. გაჭირდა, ლამის ნათელს,მპოერიოს ძალა ბნელი!
მაშინ კი მზე გულმოსულიმტრის ხმაურზე, მტრის ყიჟინზე,თვითონ გადის ბრძოლის ველზე,ძლიერ გულ-მკერდს გაიშიშვლებს,ამოაფრქვეს პირით ხანძარს,თვალით ისვრის ელვის სვეტებსს.მტრისკენ სტყორცნის ცეცხლის ენებს,მთვარის ლაშქარს დააფეთებს.
ზის მაღლობზე, უმზერს ქარი,ოფლს იწმენდს და ჭკუას იკრებს,ხედავს მთვარის დამარცხებასდა იხრება ისევ მზისკენ.ეკარგება ძალა წყვდიადს,ბრძოლის ველზე დგება შუქი,ვარსკვლავები გაიფანტნენ,მიწყდა ღრუბელთ ბაქი-ბუქი.ხოლო მთვარე, ბადრი მთვარე,უსხივო და თეთრი ფერის,მზის წინ დგება თავდახრილიდა განაჩენს უხმოდ ელის...
დგას მზე ბრძოლით მოქანცული,შემოკრებს, იწვევს რჩევას,გადახედავს თავის ლაშქარს,მიულოცავს გამარჯვებას.მხარს უმშვენებს ცისარტყელა,ზეცის ნაზი დედოფალი,მზის სხივების ტკბილი დედადა სამზეო ქვეყნის თვალი...
დინჯად იტყვის: "რადგან მტერმაარ გვაცალა მოსვენება,მე ვბრძანებ და ჩემი ქვეყნისგამომჟღავნდეს ამით ნება -აეკრძალოს წვრილ ვარსკვლავებსბადრი მთვარის სამსახური,თითო წკეპლა მიაყოლეთ,აუწიეთ ყველას ყური!მათ უფროს დას - ლამაზ ცისკარსსხვა სასჯელი გაუმზადეთ:ჰკათ პანღური, უდროო დროსხეტიალი აუკრძალეთ!არ შეუნდოთ ბებერ ღრუბლებს,მათ აქვთ ძალა საშინელი,ისეთი დღე დააყენეთ,დასდიოდეთ მუდამ ცრემლი!დამიჯერეთ, რადგან მთვარისმორჯულება არ იქნება,რაწამს შურით გადიდგულდეს,გაიბღინძოს, იწყოს ვსება-რომ სამზეოს ტურფა მხარესარ მიადგეს მისგან ვნება, -დღეის იქით დაებედოს:დამცირდეს და იწყოს კლება,გახდეს, ჯავრით დაილიოს,გამკითხველი არა ჰყავდეს,ცეროდენა ბიჭუნებისსათამაშო ნამგალს ჰგავდეს!"
დგას სამზეოს მბრძანებელი,დინჯად ამბობს, არ იჩქარის,თქვენ გგონიათ, დაავიწყდა 'მას ეშმაკი, ფლიდი ქარი?არა, მტრების ნამდვილ მსაჯულს,აგონდება მტრის შიკრიკიც,ღრუბლებს ტყუილად ეფარება,აჰა, დგება მისი რიგი!
მზე იცინის: "აბა ნახეთ,მთვარის ელჩის გრძელი კუდი,კუდზე თავი გამობმია,მიტომ ჰხურავს ორი ქუდი.გაჭერით და გადააგდეთ,ერთი იქაც ქვენაქარად,კაცი ქვეყნად იმას ჰქვია,ვინც ერთ სიტყვას მისდევს მარად...ერთი იქცეს ქვენაქარადდა მეორე ზენაქარად!"
მუხლს იყრის და ევედრება,პატიებას შესთხოვს ქარი,მაგრამ მის წინ იხურებასხივმოსილი მზის ჭიშკარი.
გაბრწყინებულ ცის დარბაზში,მშვიდობის და ცეცხლის დროშით,მიჰქრის დიდი მბრძანებელი,დგას ლაჟვარდზე ოქროს ქოშით,დგას მარადი სიხარულითავისუფალ სამზეოში!
1946 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი