↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზის დაბადება

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13544 ნახვა

—
ეს ვარსკვლავები დაფარულ ბედზეუცნობ წარწერებს უნდა ნიშნავდეს,და მე ვკითხულობ ცის პერგამენტზემარადისობის უპანიშადებს...
და უჩინარი შვიდი დღის მთვარე,ბავშვივით მჯდარი სისხლიან ეშვზე,გადივლის ზეცას,და ვით დარიაშეაჟღრიალებს შემზარავ ეჟვნებს...
გატყდება ღამე...ალვის ხის რტონპირველ სიმღერას იტყვიან მზეზე,და ვარსკვლავები ზეცის მხატვრობითქვეყნად მზის მოსვლას შეიცხადებენ!
1930 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი