↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზის დაბნელება სართიჭალაში

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-122 წთ საკითხავი13542 ნახვა

—
ამგვარ დღესასწაულს, ამგვარ სეირობასჯერ სართიჭალაში არვინ შესწრებია.მილეთის ხალხი შარაზე ირევა,ბავშვნი ჩიტებივით ხეებს შესევიან.
მოსულიც, დამხვდურიც ველებზე გაშლილ,დაძრულა თბილისი, ყველა აქ მოსულა,მოდიან სამგორით,ლილოდან,ხაშმიდან,ათასი მანქანა გუგუნით მოსცურავს.
მოსულან კოჯრიდან და ოქროყანიდან,აგერ, გადმოლახეს გზა გარდაბნელებმა,ეს რა ფუსფუსია, ეს რა ყაყანია,არვინ შესწრებია ამგვარ დაბნელებას.
მზის სათვალეებით, გამურულ მინებით,ლურჯი ჭოგრიტებით მნათობს შესცქერიან,ზეცას შესცქერიან დიდი მოთმინებითდა მზის დაბნელბას ელიან, ელიან...
ცხელა, ძალზე ცხელა...მზეს უკვირს თაკარას.დღისით, სამზეოში თვალი უღამდება.ხალხი გაინაბა, მოუკლო ლაპარკს,უეცრად დაჰბერა სიომ წუხანდელმა.უეცრად აგრილდა, ქვეყანა გაფითრდა,ზეცა შეიბოლა ბინდისფერ ჭირხალთა,და თითქმის დამფრთხალი უეცარ დაფითა,ბოძზე გამობული ცხენი აჭიხვინდა.
ღობეზე ამაყად შემომჯდარ ყვინჩილასანაზდად წაუხდა დედლებთან ტრაბახი,გუბე მიატოვეს იხვებმა გზის პირას,ეზოსკენ გაიქცნენ ვახვახით.
ჰო, მართლა მზე უკვე თანდათან ჩაბნელდა,ქვეყანაც მიყუჩდა მკვდარსავით,და თითქოს ბინდბუნდში კვარის ასანთებად -ზეცაზე გამოჩნდა ვარკვლავი.
და ამ წუთს სრულიად, სრულიად ანაზდადმე თვით დავინახე, ღმერთმანი!ჩემს გვერდით უცნობმა ქალ-ვაჟმაღიმილითკოცა ერთმანეთს.
შეჰფიცეს, ჰო, ვიცი, ჩურჩულით შეჰფიცეს!ო, ხელს ნუ შევუშლით, შორით გავუცინოთ,და რასაც ერთმანეთს უჩუმრად შეჰპირდნენ,იმ ერთმა ვარსკვლავმა უსმინოს!
რომ მისჩერებიან, იმ ერთმა ვარსკვლავმააშუქოს ერთმანეთს შეზრდილნი,მან ღამით ტრფიალი მრავალ წყვილს ასწავლა,დღისით კი პირველად დალოცა ეს წყვილი!
თენდება...ასტეხეს ვახვახი იხვებმა,ერთი რამ არ ჰყოფნით სიცილად!თურმე ამ ორ წუთში კიდეც დაიღამა,კიდეც გაითენა ყივლით ყვინჩილამ!
თენდება, თენდება...საოცარ კაშკაშითმზე ისევ გამოჩნდა, მზე ისევ იცინის,ჩემს გვერდით აღარ ჩანს უცნობი ქალ-ვაჟი,ნეტავ სად, რომელ გზით წავიდნენ ისინი?...
1955 წ. 4 თებერვალი,თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი