პოეზია · ლირიკა
მზე კალენდარზე
შენ კალენდარზე, თარიღის გასწვრივ,მოკლედ სწერია;"ამოდის... " "ჩადის"...წუთი ამოსვლის და წუთი ჩასვლის,მზის ამოსვლის და ჩასვლის საათი.
და, მართლაც, თითქოს ემორჩილებასაათის რეკვას, საათის წადილს,თითქოს დასცქერის მუდამ ციფერბლატს -ზუსტად ამოდის და ზუსტად ჩადის.
შენ გიხარია, უმზერ და უსმენმისი სხივებფის თამაშს და ჟღარუნს,ოქროს ზოდივით ისვენებ გულზე,იხუტებ მკერდზე ქვეყნის სიხარულს..მაგრამ, ვინ იცის,ვისთვის როდის ამოდის,როდის ამოდის და როდის ჩადის!