პოეზია · ლირიკა
მეც მესხი ვიყავ
მეც მესხი ვიყავ, განთქმულიმარჯვენით, ხმლით და ნაბადით,ფესვი იქა მაქვს გადგმული,გახლავართ იქ დანაბადი.
ლხინში მოლხენა ვიცოდი,ჯამებზე ჯამის ჯახება,მხედრულის შემოძახება,შებმა და შეჯავახება!
ვერ დავრჩი ხელშეუხები:მომწვდა ხონთქარის ჭანგები,ფხრიწა მესხური ნუსხები,მიმსხვრია ტკბილი ჩანგები.
ცეცხლით გადამწვარ მიწაზებარბაცით გზას მოვიკვლევდი,მტრის ჩეხვით გამოვიტაცეშატბერდს ნაწერი წიგნები...
თქვენ წინ დაჭრილი დავეცი,თქვენი ალერსი მეღირსა,ვიძინე... მუხლისთავებზეწამოვდექ, გამომეღვიძა.
განა სამდურავს გავბედავ,თუმც ბედად მე დამებედა:მტერთა სიმრავლე შავბედადდა სიყვარული მეფეთა. . .
აქა ვარ, მაგრამ ის მიწაისევ მეძახის, მიმელის!მე თქვენი სისხლის, მისხის ვარ,ძმა ამერის და იმერის...
წამოდით, წინ წაგიძღვებით,მე დროშის ჭერა მიყვარდა,ჩანგის კვრა, მკლავი მრისხველი,მესხობა მით გამიგვარდა!
1943 წ.თავლადი.