↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ჩქარა წავალ... შენც გაიგე და აქვითინდი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13549 ნახვა

—
მე ჩქარა წავალ... შენც გაიგე და აქვითინდი,აცახცახებით შემოხედე ჩემს სულს მიწიდან,შენც აქვითინდი, მეგობარო, გაფიცებ სინიდსს,რომელიც მუდამ შენ გექნება თოვლივით წმინდა!...შეხედე ზეცას, შეაშტერდი მთიების ელვას:ეს მე ვარ... ეხლა შენ გიგონებ და შენ მინდები,შენ ჩემს თვალებსი წაიკითხავს საშინელებას,მაგრამ ძვირფასო, გევედრები ნუ შეშინდები!გაფიცებ შენი სიყვარულის პირველ ხარებას,გაფიცებ, ჩემი მოგონება ატარე ხშირად...მაგრამ იცოდე, საშინელი ვით მწუხარებაჩუმი და ცივი მე ვიქნები სამარეშაც!
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი