↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე რა მეჩქარება

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
მე რა მეჩქარება -ცხოვრება მაჩქარებს...მე რა მენაღვლება,ცხოვრება მანღვლებს...მე რა მეჩქარება -სადღაც მიმაჩქარებს,სადღაც მიმაქანებს მანქანით, იალქნით,ორთქლმავლის გუგუნით, ტალღის ფორიაქით.
კი მაგრამ,იცი რა -იცი, რა მანაღვლებს?არ გიცნობ ვინა ხარ -შენს თავს დამანახვებს,ყველას დამავიწყებს, შენს თავს შემაყვარებს,შენ თავს დამავიწყებს და სხვას შემაყვარებს!
დღემუდამ მაოცებს,დღემუდამ მაღონებს:სხვას რომ შემაყვარებს -შენს თავს რად მაგონებს,თუ გადამავიწყა -რაღად გამახსენებსიმ დღეებს წასულებს,მაგ თვალებს, მაგ ხელებს...ო, ეს დრო კი არა, ცხოვრება კი არა,გულია კაცისა ხარბი და ცოდვილი...მეც რა მენაღვლება -მივყვები, მივდივარ,ბედს ვარ მინდობილი.
1956 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი