↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის ფიქრი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19197 ნახვა

—
საბრალო არის ჩვენი აქ ყოფნა,მარად თან დაგვდევს ვაება მწარე.შვებას, სიყვარულს, მიჯნურის ალერსს,ყველას გააქრობს ბნელი სამარე...მოჭედილია მიწა ძვლებითა,როგორც ვარსკვლავით ლაჟვარდი გრილი,უთვალავია მსხვერპლი დროისა,მაგრამ არ კმარობს მაინც სიკვდილი!..მოვა დრო, ძნელი - ჩემთვის სასტიკი,მეც ისე წავალ, ვით წინაპარი,და ის არ ვიცი, ჩემს სამარეზევარდი ამოვა თუ ეკალ-ნარი!..მხოლოდ ის ვიცი, რაც მარად ხდება,რომ გადვიქცევი ისევე მიწად -და ჩემი ხატიც ამოიშლება!..დე, ასეც იყოს... ამას არა ვწუხ!..ფიქრით დამწვარი, ფიქრით უჭკნობი...ოღონდ სამარეს არ მომემატოს,სევდა ახალი, სევდა უცნობი!..
1914
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი