↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-131 წთ საკითხავი20067 ნახვა

—
რა მწუხარეა და რა ოცნებითოქროს ფოთლები მტვერში რეული...ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,წვიმა-ტალახში შემოთრეული.აბურდულია წვიმის ფაფარიდა ყველა სკამი ბაღში სველია,თითქოს არ არი არსად საფარიდა აღარც ვინმე მოსასვლელია...ძველს როიალზე უცნობი ქალიეთამაშება მოწყენით გამმებს...გასცოცხლებია ოცნება მქრქალი,წყლულებს გაუჩენს, თან დაუამებს!ჰქუხს როიალი... ნუთუ იპოვა?ალბათ, რომ ვინმე მოსასვლელია.მას ელოდება, მაგრამ ვინ მოვა? ―ეჰ, ყველა სკამი ბაღში სველია!ეს შემოდგომა შემოთრეულირა მწუხარე და რა შიშველია...მზე იბჟუტება რქამომტვრეული,სარკმლიდან მოსწვიმს...სულიც სველია...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი