↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰორიზონტიდან ზენიტამდე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ჰორიზონტიდანზენიტამდე მხოლოდ ვარდებით,წითელ ვარდებითშენი კვალი დაიფარება...გზას, სევდიან გზასმოვხიბლავთ და შევუყვარდებით,ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქნარითუ გეყვარება!ჰორიზონტიდანზენიტამდე შენს წარმტაც სახელსყოველი სული და სიცოცხლეგაიმეორებს,მყინვარი დახრის შუბლს ამაყს დაფიქრთ გამომსახველს,შენის სახელით ამოსჭედავსმთებსა და გორებს.ჰორიზონტიდანზენიტამდე ღრუბელთა გუნდიძირს დაეშვება, ლბილ საწოლადრომ გაგეშალოს...მე იალქანად გადვიქცევი,ოღონდ დაბრუნდი...ცეცხლს ნუ მისცემ სულს,რომ იწვალოს და ივალალოს!ჰორიზონტიდანზენიტამდე ალვის მწვერვალებსწაუჩურჩულებს შენსა სახელსზღვის ნიავ-ქარი,და ეს სახელი დასწვავს ზეცისმიბნედილ თვალებს...ოღონდ დაბრუნდი... ოჰ, დაბრუნდიდა თქვი ზღაპარი!ჰორიზონტიდანზენიტამდე მნათობთა კვალი,შენს ლამაზ ფეხთა საბილიკოდგადიჯაჭვება...ოღონდ მასმინე კვლავ შენი ხმაწყლულთა დამცხრობი,ოღონდ მაღირსე შენი ნახვითის ტკბილი შვება.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი