↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰორიზონტი ოდნავ ღელავს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივითდა ეცლება ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით.ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები,თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.ობლადა დგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,სადაც ციურ ნისლთა ფიქრში მიატოვე ცოდვათ მხარე.მაგრამ მე ვერ დაგივიწყებ, შენ მიყვარხარ იმავ ვნებით,ძველი სულით, ძველი ფიქრით და ძველივე თავდადებით.ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივითდა ეცლება ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი