↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰიმნი ქართულ ანბანს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106503 ნახვა

—
შენ, რომელიცმარად მზეებრ გვინათ,არა გუშინგაჩნდი თვალის ჩინად,არამედ მზითამოენთე ბრწყინვად -ოცდაექვსი საუკუნის წინად...
იმდროიდანდაწყებული დღემდე -როს გათენდა,მზით ანთებულ ზემდეგ,სერზე აველ,მთაწმინდაზე შევდეგოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
შენ სიძველისგმოსავს ნელი ხავსი,ქვაზე ჭრილიხარ ჩუქურთმის მსგავსი -დიდის გზნებითასე იყავ სავსეოცდაექვსისაუკუნის წინად...
ცხრაასხუთი.ოქტომბერი. ომი.ჩემს ახლოს დგასკაცთ ახალი ტომი.ხელთ უპყრიალექსთა ჩვენთა ტომი -ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.
მარადისისიახლე გაქვს ორბის,ხვეულებიგრეხილების ორფის,გაშვენებდაახლის წინამორბედსოცდაექვსი საუკუნის წინად...
სევდიანისდა როდესმე ობლისგულმხურვალე,როგორც ზრუნვა მშობლის.ხარ აღმდგენიქალაქის თუ სოფლისოცდაექვსისაუკუნისშემდეგ.
შენით მღერდამომღერალი ვეფხვის,უდარებლადმცოდნე ლექსის ხერხის.ეს შრიალიიყო მრავალ ვერხვისოცდაექვსისაუკუნის წინად...
შენ სიმებიმოგაქვს ჩემი ქნარის,შენ შეჰხარითავისუფალ მხარეს,შრომას ერთგულს,თავდადებულს, ცხარეს,ოცდაექვსისაუკუნის შემდეგ.
ქალიშვილიშენით მღერდა ჩონგურს,შენ ჯერ უშლელსმაშინ ჰგავდი კოკორს.აწ სულ სხვა ხარ,არ იმგვარი, როგორცოცდაექვსი საუკუნის წინად...
კვლავ გვინათე,როგორც ეხლა გვინათ,რა იყო დარაა ახალ ბრწყინვად -ოცდაექვსისაუკუნის წინად,ოცდაექვსისაუკუნის შემდეგ.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი