↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "იმედით ცოცხლობს კაცი ქვეყნად"

ხუხაშვილი გიორგი

2015-06-121 წთ საკითხავი378 ნახვა

—
იმედით ცოცხლობს კაცი ქვეყნად, სანამ მოკვდება,მინერგავ იმედს და მხნეობას ულევ განძივით.რომ გადავლახო სივრცეებში დრო და მანძილი,ფრენა ვისწავლე შორი გზების შესამოკლებლად.მოგზაურივით მმართებს ახლაც ძალის მოკრება,თუ გზად შევხვდები მწყურვალსა და სასოწარკვეთილს...სადაც მომესმის გზით დაღლილის ამონაკვნესი,მოყვასის გული ერთგულებით ემეგობრება.და სულერთია პარიზელი თუ მადრიდელი,იაპონელი, აფრიკელი თუ ინდოელი,ვინც ძალმიხდილი კაცისაგან შველას მოელის,წყალივით ვასვა, იმედები, მქონდეს იმდენი.ექმენი მსხვერპლად ძე კაცისას, ჩემო ტარიგო,ვიარო ქვეყნად, სიყვარული ჩამოვარიგო.

ხუხაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი