↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველი ებრაელი ქალი ჯვრის მონასტერში

ხუხაშვილი გიორგი

2012-06-121 წთ საკითხავი387 ნახვა

—
ვერ დაგინახე, კედელს გოდებისროცა მთრთოლარე ხელი შეახე,არ ვიცი მაშინ ვინ მოგაგონდა,თუ შემოგესმა ხმა მაშიახის?ან ქვებს, ოდესღაც ფეხქვეშ გათელილსროგორ გაუღე გული სახატედ,ვისთვის დაანთე თაფლის სანთელიდა თავდახრილმა რა შეღაღადე.რადგან მიდიან ქალნი მარტონიბეთ ჰა მიქდაშის მაღალ კედელთანდა გულსავსეთა კრძალვით და თრთოლვითჰგიებს მიგება მისაგებელთა.მე დაგინახე, როგორ შეხვედიჯვრის მონასტერში შენ თავდახრილი,და რა იხილე ხელის შეხებით,გაბრწყინებული უფლის სახლივით.როცა გაიღო მძიმე ურდული,თითქოს დუმილში ითქვა უთქმელი,რატომ ათრთოლდი, რა უჩურჩულეიდუმალ ფრესკას შოთა რუსთველის?საიდან მოგწვდა თვალი ღვთიური,თუ ანგელოსთა თვალის შევლება,რაღაც ძვირფასი და მშობლიურიუცებ მოადგა თვალებს ცრემლებად.რაღაც განედლდა შენში ვაზივით,წამი შეიქნა უდიადესადდა სათნოების შუქით ავსილისანთელს უნთებდი თითქოს ნათესავს.იქნებ იმ წუთში ასე საოცრადფრთები შეისხა შენმა ოცნებამდა იხსენებდი ვეფხისტყაოსანს,გულმხურვალებით ნათქვამ ლოცვებად.გესმოდა ხმები იქ მოარული,როგორც გუმბათქვეშ ფრენა ფრინველთა,ტიროდი დარდით და სიხარულითდა არ იცოდი, რა გატირებდა.შენ იმ წუთს რაღაც დიდი შესძელითითქოს გამოხველ უკვდავ შუქიდან,შემოგყურებდა ბერი ბერძენიდა შენს თვალებზე ცრემლი უკვირდა.

ხუხაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი